logo
ENG



"შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - მოსკოვში საარჩევნო უბნებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

17 მარ 202414:39
3 წუთის საკითხავი
clock 312
2024/03/17/jl47b67pbc5sw2o.jpg

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს, ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა სარჩევნო უბნებთან შეიკრიბა.

კერძოდ, აქციის - "შუადღე პუტინის წინააღმდეგ", მთავარი მიზანი პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ან საარჩევნო ბიულეტენის დაზიანებაა.

ცნობილია, რომ აქციები ახალი მოსკოვის, ჟულებინოს, ბაუმანსკაიასა და რუსეთის დედაქალაქის სხვა რაიონებშიც მიმდინარეობს და მას ოპოზიციის სხვავდასხვა ლიდერები უჭერენ მხარს.

დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა, აქციას ნავალნის "ანდერძი" უწოდეს.


close დახურვა